თელავში 50 წლამდე ქალი საკუთარმა პიტბულმა დაკბინა.
გავრცელებული ინფორმაციით, პიტბულის მოკვლა გახდა საჭირო, რათა ქალისთვის თავი დაენებებინა.
ქალს მრავლობითი ჭრილობები აქვს. ის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას თვალზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს