„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
პოლონეთის საგარეო უწყების ცნობით, „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები - იოჰან ვადეფული, ჟან-ნოელ ბარო და რადოსლავ სიკორსკი ვაიმარში, აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატის 35-ე წლისთავს აღნიშნავენ.
მთავარი თემა არის ევროპის უსაფრთხოება და რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული საფრთხეები. ეს განსაკუთრებით აქტუალურია გერმანიის მიერ რუსეთისთვის ლაიფციგის აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობის ორგანიზებაში დადანაშაულების ფონზე.
სამი ქვეყანა ასევე განიხილავს უკრაინის მხარდაჭერას და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ვაიმარის სამკუთხედი ბოლო წლებში სწორედ უკრაინის მხარდაჭერისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხებში კოორდინაციის მნიშვნელოვანი ფორმატი გახდა.
საქართველოს საკითხიც დღის წესრიგშია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთმა, გერმანიამ და პოლონეთმა ჯერ კიდევ 2026 წლის მარტში ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საქართველოს ხელისუფლების მიერ უცხოურ დაფინანსებასა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო.
ასევე საუბარი იქნება ევროკავშირის გაფართოებაზე, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებსა და გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებზე.