ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას.
"ძალიან რთულია და მიჭირს და არ მსიამოვნებს საუბარი, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს ეხება. ყოფილი თანაგუნდელი, რომელსაც აღიარებული აქვს ბრალი, რაც წაუყენეს და ამისთვის იხდის სასჯელს. შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის ჩემთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. იგივე კონკრეტული ფაქტი, რომელიც არის დადასტურებული, სამწუხაროდ, ამ ფაქტით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანურად ვამბობ, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად", - თქვა კალაძემ.