აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
სკოტ ბესენტი ანტონ სილუანოვს ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ ეშვილში, „დიდი ოცეულის“ ფინანსთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში შეხვდა.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, ბესენტმა რუს კოლეგასთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ განიხილა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ბესენტმა პრეზიდენტ ტრამპის მიერ უკრაინის საკითხზე შემუშავებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა.
რუსეთის ფინანსთა მინისტრი G20-ის სამიტში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად მონაწილეობს.