საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ მელიქიშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტყუილის თქმის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. მელიქიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში ცვლილების ინიციატივა "ქრისტიან-დემოკრატებთან" კამათის დროს დააყენა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რეგლამენტში ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა, რათა დარბაზში "ტყუილების" თქმა აიკრძალოს.
მელიქიშვილმა "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერს გიორგი თარგამაძეს, ტრადიციულად, წარსული "გაახსენა".
"სიბრმავე და სიყრუე იყო ის, რომ ასლან აბაშიძის პოლიტიკური ოპონენტი 8 წელიწადს ციხეში იყო გამოკეტილი და არაფერს ამბობდით", - განაცხადა მელიქიშვილმა და დასძინა, რომ ოპოზიცია კომენტატორია და არა ინიციატორი.