გორში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა წუხელ, სადგურის დასახლებაში მოხდა. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, კერძოდ 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლთ, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.