ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში, გაზგასამართი სადგური აფეთქდა. აფეთქების ხმა მთლიან ქალაქში ისმოდა.
ადგილზე ამ წუთებში სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
დაშავდა 2 პირი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქების შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა, მათ შორის, საცხოვრებელი სახლი, რომლის კართანაც ბენზინმზიდი იდგა, ასევე მაღაზია და დამხმარე ნაგებობა.
ფოტო: "თაიმერი"