ასე უცაბედად, შემოვიდა იქაური პერსონალი და დაიძახეს "ს ვეშჩამი" და უცბად, შოკში ჩავვარდით ყველანი, - ამის შესახებ აქციების დროს დაკავებულმა დავით ხომერიკმა, საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ "ტვ პირველთან" გაკეთებულ პირველ კომენტარში განაცხადა.
მისი თქმით, გარეთ გამოსულს ფული არ ჰქონდა და ტაქსისტმა სახლამდე უფასოდ მიიყვანა.
ასე უცაბედად, შემოვიდა მეთაური პერსონალი და "ს ვეშჩამი"-ო და უცებ შოკში ჩავვარდით ყველანი, ჩემი ჩათვლით და რავი, არ გვჯეროდა... დაახლოებით 9-ის ნახევარი იყო. გულის სიღრმეში ყველას აქვს მოლოდინი, რომ უფრო ნაადრევად დატოვებენ იქაორობას და მალე ჩაეხუტებიან ოჯახის წევრებს.
ანდრო ჭიჭინაძე იყო ჩვენთან ერთად, ირაკლი მიმინოშვილი - ჩვენი ღიმილა ბიჭი. გიორგი მჭედლიშვილს საერთოდ არ იცნობთ...
15 წუთი დასჭირდა ამ ყველაფერს. მერე მაცქარებდნენ, მეთქი- ორი წუთი კიდევ დავრჩები, რომ დავმშვიდობებოდი ბიჭებს და მერე უკვე ადმინისტრაციის შენობაში გადავედით, იქ ხელი მოგვაწერინეს რაღაც საბუთებზე და შემდეგ უკვე გაგვიყვანეს გარეთ, ჭიშკარს გავცდით, შლაგბაუმს გავცდით და ეგ იყო...
უბანში მივედი ტაქსით, ფული არ მქონდა და ტაქსის მძღოლმა უფასოდ წამიყვანა, რომ მივედით ჩემს ძმას გავძახე ქვევიდან "ზუკა!"-მეთქი და ერთი ამბავი ატეხა ზევიდან, რომელი ხარო და მთელი უბანი შეძრა. მამამ ვერ გაიგო, წირვაზე იყო", - თქვა ადვით ხომერიკმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 226 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის არიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი, ასევე, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დავით ხომერიკი, სიმონ მახარაძე, საბა ჯიქია, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე და დენის კულანინი.