27 აგვისტოს ღამით, უკრაინაზე რუსეთის მიერ მორიგი საჰაერო თავდასხმის დროს, მოლდოვოს საჰაერო სივრცეში ხუთი დრონი შეიჭრა, ამის შესახებ მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
„ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეში უნებართვო ფრენები რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად მოხდა. ეროვნული უწყებები პარტნიორებთან ერთად აგრძელებენ საჰაერო სივრცის მონიტორინგს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, - განაცხადეს მოლდოვის თავდაცვის სამინისტროში.
მოლდოვის პარლამენტის სპიკერი იგორ გროსუ მიიჩნევს, რომ დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გახშირებული შემთხვევები რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების მოახლოებას უკავშირდება.
ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ფიქრობს, რომ რუსული დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის ხშირი დარღვევები უკრაინისთვის დრონების ჩამოსაგდებად საჭირო არასაკმარის მხარდაჭერას უკავშირდება.