ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა - ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სანდასუფთავების ავტომობილი, თანამშრომელს მაშინ შეეჯახა, როდესაც დასუფთავების ავტომობილს უკუსვლით მოძრაობდა.
მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აწარმოებს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.