თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ინფორმაციას ამის შესახებ Marneulinews ge ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც გამოცემა წერს, დაღუპული 15 წლის ბიჭო უმუდ სოფიევია, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობდა. თანასოფლელების ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა.