„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კორუფციულ საქმეებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ბრალდებები, რომლებსაც ხელისუფლება წლების განმავლობაში ენმ-ის წინააღმდეგ იყენებდა, დღეს თავად „ოცნების“ ხელისუფლებასთან მიმართებით დასტურდება. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, ყოფილი პრემიერის, თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებისა და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეებმა, მისი შეფასებით, „ივანიშვილის რეჟიმის ბინძური პროპაგანდა საბოლოოდ ამხილა".
"14 წელია "ნაციონალური მოძრაობა" გახლავთ ბინძური პროპაგანდის და ბინძური ჭორების მთავარი სამიზნე და გაირკვა და დღეს საბოლოოს დადასტურდა, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომლებიც აი, ამ ბინძური პროპგანდის ავტორები იყვნენ, საბოლოო ჯამში, თავიანთ ბნელ ზრახვებზე საუბრობდნენ. იმიტომ, რომ ყველა ბრალდება, რომელიც არ დადასტურდა ჩვენი მისამართით, დადასტურდა იქამდე, სანამ დაკარგავდნენ ძალაუფლებას. ისინი საუბრობდნენ ჯარის ძარცვაზე, შეგახსენებთ, რომ საქართველოში ყვაოდა სამხედრო ინდუსტრია და ჩვენ გვქონდა თანამედროვე ქართული შეიარაღება. მათ არათუ გააჩანაგეს ეს ყველაფერი, არამედ გაირკვა, რომ თავდაცვის მინისტრი მათ სორის კილოობით თანხებს, ტომრებით ატარებდა მინისტრთა კაბინეტებში. ასე ძარცვავდნენ ისინი ქართულ არმიას.
ისინი საუბრობენ ელიტურ კორუფციაზე და გამოდგა, რომ სუსის უფროსი. პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი - თურმე ეს ყველა ადამიანი რუტინული, სამსახურეობრივი მოვალეობის სესრულების დროს, ატარებდა ამ ტომრებით ფულს და ერთმანეთს აძლევდნენ ხოლმე და ახლა ერთმანეთზე დაიწყეს ამ ჩვენებების მიცემა.
გარდა ამისა, ისინი საუბრობდნენ, რომ თითქოს სააკაშვილი... სააკაშვილი დაიჭირეს მართლა პიჯაკების გამო, იმის გამო, რომ გვირგვინი მიიტანა ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის საფლავზე და ეს ხალხი ზოდების გამო, მილიონობით დოლარის გამო, რომელსაც ქართულ არმიას ჰპარავდნენ, ქართულ ჯანდაცვას ჰპარავდნენ, ქართველ მოქალაქეებს და პენსიონერებს ჰპარავდნენ, ამის გამოა მათი რაღაც ნაწილი დაჭერილი.
და, ასევე, რაც ძალიან მნიშნელოვანია, ისინი საუბრობდნენ, რომ თურმე მობილურებზე ვერ ისაუბრებდი "ნაციონალური მოძრაობის" დროს და ახლა სტატუსების გამოა ხალხი ციხეში და არ ჩერდება მათი ნაკადი. სტატუსის გამო, პოზიციის გამო ადამიანებს აკავებენ და ციხეში კეტავენ.
ამიტომ, სინამდვილეში, ყველაფერი, რასაც ეს ხალხი იძახდა "ნაციონალურ მოძრაობაზე", დაუდასტურდა "ოცნებას". მათ ეს ყველაფერი უკვე აღიარეს და საბოლოო განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოუტანა, არის აღსასრულებელი ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ.
ამ ქვეყანაში თქვენ ვერ ეღირსებით კრიმინალურ რუსულ გუბერნიას, ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ სამართლებრივ, თავისუფალ სახელმწიფოში. ყველა კორუმპირებული, ქართველი ხალხის ყველა მძარცველი აგებს პასუხს. ამის გარანტიას ვაძლევთ "ნაციონალური მოძრაობა", ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქართელ ხალხთან ერთად აუცილებლად დაამარცხებს ივანიშვილს და მის კორუმპირებულ რეჟიმს და ეს, იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, - განაცხადა ფავლენიშვილმა.