ევროკავშირი კიევის მხარდაჭერას გაგრძელებას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას განცხადებაში, რომელიც ორშაბათს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელდა.
„ჩვენ გავაგრძელებთ საჭირო მხარდაჭერის გაწევას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება - ომის დროს, სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში და აღდგენის პერიოდში“, - განაცხადა კოშტამ.
კოშტამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ხედვა მხოლოდ ომის პერიოდით არ შემოიფარგლება.
„უკრაინის მომავალი ევროკავშირის შემადგენლობაში არის უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი დემოკრატიული სტაბილურობის საუკეთესო გარანტია, როგორც უკრაინისთვის, ისე მთლიანად ევროპისთვის“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, გააგრძელოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით ზეწოლა. „ჩვენ გავაძლიერებთ ზეწოლას მანამ, სანამ რუსეთი მკვლელობებს არ შეწყვეტს, მშვიდობისადმი გულწრფელ ერთგულებას არ გამოავლენს და ბრძოლის ველიდან მოლაპარაკების მაგიდასთან არ გადავა“, - განაცხადა ანტონიო კოშტამ.
ის 24 აგვისტოს კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას დაესწრება.