პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი, რომლებიც რამდენიმე წელია აშშ-ში ცხოვრობენ, დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივად დაბრუნებას გეგმავენ.
ამის შესახებ, წყაროებზე დაყრდნობით, Associated Press წერს.
BBC-ის ინფორმაციით, ჰარი და მეგანი აშშ-დან დიდ ბრიტანეთში აგვისტოს ბოლოს დაბრუნდებიან და ლონდონის მახლობლად, კერძო სახლში დასახლდებიან. მათი შვილები — 7 წლის პრინცი არჩი და 5 წლის პრინცესა ლილიბეტი წელს ბრიტანულ სკოლაში ჩაირიცხნენ.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მეფე ჩარლზ III-ს გასულ უქმეებზე აცნობეს.
ამ ეტაპზე ჰარი და მეგანი სამეფო ოჯახის წევრების სტატუსით საქმიანობის განახლებას არ გეგმავენ.
ამასთან, ისინი ინარჩუნებენ კალიფორნიის სახლს, სადაც აქამდე ცხოვრობდნენ, ასევე საკუთარ საზაფხულო სახლს პორტუგალიაში.
ჰარიმ და მეგანმა სამეფო ოჯახის წევრების როლებზე უარი და ექვსი წლის წინ კალიფორნიაში გადასახლდნენ. ამის შემდეგ მათი ურთიერთობა სამეფო ოჯახთან გაუარესდა. მათი ცხოვრების შესახებ Netflix-ის დოკუმენტური სერიალის გამოსვლის შემდეგ ბრიტანელთა უმრავლესობა მხარს უჭერდა პრინც ჰარის სამეფო ტიტულის ჩამორთმევას