აშშ-ის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო საქმის გამოძიება, რომელიც შესაძლოა, შვეიცარიული ბანკების მიერ გადასახადებისგან თავის არიდებას შეეხოს. არაა გამორიცხული, Credit Suisse -ს ბანკის თანამშრომლის ქრისტოს ბაგიოსის დაპატიმრება შვეიცარიის სხვა ბანკირთაAსერიული დაჭერის წინაპირობა გახდეს. ამის შესახებ გაზეთი "Financial Timeს " იტყობინება.
ქრისტოს ბაგიოსი ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დააკავეს. თუმცა ამის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, ბაგიოსი საბერძნეთის მოქალაქეა, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობდა.
ზოგადად, გადასახადებისგან თავის არიდებას ხელს უწყობს შვეიცარიაში მოქმედი საბანკო საიდუმლო, რაც კლიენტის ვინაობისა და ანგარიშების ინფორმაციის გასაიდუმლოებას ითვალისწინებს.
გაზეთის წყარო იტყობინება, რომ ბაგიოსის წინააღმდეგ მიმართული ბრალდება ჩრედიტ შუისსე-ში მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. იგი კონსულტაციებს უწევდა აშშ-ის შეძლებულ კლიენტებს, რომელთაA უმეტესობაც ქვეყნისთვის გადასახადების დაფარვაშია ეჭვმიტანილი.
ქრისტოფერ ბაგიოსმა ჩრედიტ შუისსე-ში სამსახური 2009 წელს დაიწყო, მანამდე იგი, როგორც ფინანსისტი, 15 წლის მანძილზე შვეიცარიის სხვა ბანკში UBSშ-ში მუშაობდა.