აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო სწავლების შემცირების გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მის მიმართ ყოველთვის დიდ პატივისცემას იჩენდა.
ტრამპის თქმით, კიმ ჩენ ინმა კვირას მიღებულ გადაწყვეტილებაზე, შეემცირებინა აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო სწავლება, რეაგირება მოახდინა, თუმცა პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა პასუხი მიიღო მისგან.
„მას ბევრად უფრო უსაფრთხოს ვხდი მე მესმის მისი, მას კი ჩემი ესმის … მას ბაიდენი არ მოსწონდა, ობამა არ მოსწონდა, არავინ მოსწონდა, მაგრამ მე მას ძალიან კარგად ვუგებ. კიმ ჩენ ინი ყოველთვის დიდი პატივისცემით მეპყრობა“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე გააკრიტიკა სამხრეთ კორეა იმის გამო, რომ ქვეყანამ ირანთან ომში აშშ-ის ძალისხმევის მხარდაჭერაზე უარი თქვა.