"ქართულ ოცნებაში“რაც ხდება, ბევრად უფრო ნათელი უნდა გახდეს და ღარიბაშვილიც უფრო მკაფიო უნდა იყოს ამ თავის განცხადებაში, - ამის შესახებ გახარია საქარტველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გავრცელებულ წერილზე.
"ეს არის მკაფიო გამოხატულება იმ შიდა გავლენიან ჯგუფებში კლანური დაპირისპირებისა, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ არის და ეს ყოველთვის არის იმის მანიშნებელი, რომ „ქართულ ოცნებაში“ დღეს ჯანსაღი ვითარება არ არის. არაა ისე, როგორც თავად აღიქვამენ და საუბრობენ, რომ ოპოზიციას ანადგურებენ მოწინავე ძალა არიან და კონკურენტი არ ჰყავთ. თქვენ ხედავთ, რომ შიდა არაჯანსაღი პროცესები პირდაპირი გამოხატულებაა იმის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და რაც თავად „ქართულ ოცნებაში“ ხდება ბევრად უფრო ნათელი უნდა გახდეს და ღარიბაშვილიც უფრო მკაფიო უნდა იყოს ამ თავის განცხადებაში. მე არ მგონია, რომ რაღაც გმირობის აქტს შეიძლება ჰქონდეს მისი მხრიდან ადგილი თუმცა, როგორც ჩანს, რაღაც საგანგაშოა, რადგან მის ოჯახს ეხება საქმე და ამ დროს მკაფიოობა არის ყველაზე დიდი თავდაცვის საშუალება", - განუცხადა ბერდია სიჭინავამ "ტვ პირველს".
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ წერილში წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ ვრცელ წერილს გაავრცელებს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.