დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი ორშაბათს იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრა კუშნერის მიერ კაიროში „ჰამასის“ ლიდერთან გამართული შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ შედგა და მისი მიზანი აშშ-ის პრეზიდენტის ღაზის გეგმის წინ წაწევაა.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ნეთანიაჰუმ, რომლის მმართველი კოალიციაც ოქტომბერში დაგეგმილი ეროვნული არჩევნების წინ ისრაელის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ჩამორჩება, ამ თვეში საჯაროდ უარყო აშშ-ის მხარდაჭერილი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც „ჰამასი“ იარაღს დათმობდა, სანაცვლოდ კი ისრაელი ღაზიდან ჯარებს გაიყვანდა.
ტრამპის თქმით, შეთანხმება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს: ისრაელის ძალები ღაზიდან გაიყვანენ ჯარებს პარალელურად „ჰამასის“ განიარაღების პროცესის მიმდინარეობასთან ერთად, ხოლო „საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები“ ახალ პალესტინურ პოლიციასთან ითანამშრომლებენ ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
თუმცანეთანიაჰუ აცხადებს, რომ ქვეყნის სამხედრო ძალები ღაზიდან მხოლოდ მას შემდეგ გავლენ, რაც „ჰამასი“ და ღაზაში მოქმედი სხვა შეიარაღებული დაჯგუფებები სრულად განიარაღდებიან.
დიპლომატების შეფასებით, ისრაელი 27 ოქტომბრის არჩევნებამდე ღაზასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლას ნაკლებად სავარაუდოა.