ჩაქვში ახალგაზრდა კაცს სატვირთო მატარებელი დაეჯახა - ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შემთხვევის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო.