ხაშურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობანზე მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ერთი პირი დაიღუპა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.