აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ბრალდებულები 7000-7000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. ისინი საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.
ორი დღის წინ კობა ფარტენაძემ გამოაქვეყნა ვიდეო სადაც ჩანს, რომ მას უცნობი პირი შეურაცხყოფას აყენებს და გვერდზე გაყოლას აიძულებს. ისმის დანის დარტყმის მუქარაც.
ამის შემდეგ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე შსს-ს ორი პირი დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.