გორში, შინდისის გმირთა მემორიალთან დილიდან დაღუპული გმირების ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.
გორში იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები.
შინდისის გმირთა მემორიალთან განცხადება გააკეთა "ჯერ საქართველოს" წევრმა და ვეტერანმა მებრძოლმა ვახტანგ კაპანაძემ.
კაპანაძის თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს საუბარი იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი.
"ქართული ოცნება" გვეუბნება, რომ ჩვენი გმირები, რომლეთაც ყოველ აგვისტოს ვგლოვობთ, დაიღუპნენ საკუთარ მოსახლეობასთან ბრძოლაში.
"ოცნება" გვეუბნება, რომ მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო დანაყოფის მებრძოლები, შინდისის გმირები და სხვა გმირები, რომლებიც დაეცნენ ამ ბრძოლაში, შეეწირნენ შეცდომას.
ჩვენ "ჯერ საქართველოს" წევრი ვეტერენარები, (ვეტერანები, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე სხვა ძალოვანი უწყებების) ბევრი მათგანი, ვინც ჩემს უკან დგას, ვინც უშუალოდ მონაწილეა ამ ბრძოლების - ვაცხადებთ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ქართული მებრძოლების გმირობის, მიგვაჩნია არასწორად.
ჩვენ სიმართლით ვიბრძოლებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საუბარი იმაზე - თუ ვინ დაიწყო ომი. ომი დაიწყო რუსეთმა. რუსეთი არის ოკუპანტი. ქართველი გმირები დაეცნენ იმ მიწისთვის ბრძოლაში, სადაც ჩვენი მამა-პაპათა კუბოს ფიცარია. დიდება ქართულ ჯარს! დიდება გმირებს! დიდება გმირებს!"- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ. '
ფოტო: IPN