დღეს, 22 თებერვალს, 13:00 საათზე, ვისოლი ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩაზე ოთხმოცდამეათე ავტოგასამართ სადგურს და ლეგენდარული საფეხბურთო კლუბის "ტორპედო ქუთაისის" სახელობის სკვერს ხსნის. ამავდროულად, გუნდის ახალი შემადგენლობის პრეზენტაციაც მოეწყობა. პრეზენტაციას ქუთაისის მერი გია თევდორაძე და იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია დაესწრებიან.
თანამედროვე, განსხვავებული დიზაინის ავტოგასამართ სადგურზე ნავთობპროდუქტების ფართო არჩევნის და უმაღლესი ხარისხის მომსახურებების გარდა "სმარტ კაფეც" იფუნქციონირებს.
ახალ ავტოგასამართ სადგურზე ევრო ხუთი სტანდარტის იტალიური აპიც გაიყიდება.
ახლად გახსნილი ავტოგასამართი სადგური თავისი არქიტექტურითა და დიზაინით სრულიად განსხვავებულია საქართველოში არსებული ანალოგიური ობიექტებისგან. სადგურის მოსაპირკეთებლად ძვირადღირებული მასალები იტალიიდან იქნა ჩამოტანილი. ახლად გახსნილ ავტოგასამართ სადგურზე 30-მდე ადამიანი დასაქმდება.