ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2008ნ წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოქვეყნებული განცხადებას გამოეხმაურა.
„კიდევ ერთხელ მივუთითებთ მეზობელი სახელმწიფოს საგარეო უწყებას აშკარა ფაქტების დამახინჯების დაუშვებლობაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მარიონეტული რეჟიმი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რუსეთისთვის ტერიტორიების ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოწოდებას აკრიტიკებს - რეჟიმის განცხადებაში ნათქვამია, რომ განცხადებამდე ერთი დღით ადრე "საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით სამხედრო აგრესიაში დამნაშავედ" სააკაშვილი ოფიციალურად აღიარა, თუმცა "პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროს".
ე.წ. საგარეოს თქმით, ამ განცხადებამდე ცოტა ხნის წინ, საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ.
„ცხადია, დამნაშავე მხოლოდ სააკაშვილი არ არის. მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, ჰქონდა მანდატი, ემოქმედა საქართველოს სახელმწიფოს სახელით და გაეცა დანაშაულებრივი ბრძანებები, რითაც ანტიოსური და ანტიაფხაზური პოლიტიკა გაატარა. ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას, როგორც ამ პოლიტიკის სუბიექტს, მათ შორის სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებსაც, როგორც ამ პოლიტიკის განმახორციელებლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ე.წ. სამინისტროს მტკიცებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტში მოცემული შეფასებები უკიდურესად მიკერძოებული და რეალობას მოწყვეტილია.
„სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად, ხოლო ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც ვითარდება, მყარ სამართლებრივ საფუძველს ემყარება. მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, თავი დაანებოს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის მცდელობებს და უფრო კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს, მათ შორის, ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მუშაობისას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე მტკიცებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტში მოცემული შეფასებები უკიდურესად მიკერძოებულია და რეალობას მოწყვეტილია.