ირანის ხელისუფლებამ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის ახალი პირობები წაუყენა. თეირანი ვაშინგტონისგან სანქციების მოხსნას და კომპენსაციის გადახდას მოითხოვს ივნისში ხელმოწერილი „ურთიერთგაგების მემორანდუმის“ დარღვევისთვის. ამის შესახებ 8 აგვისტოს, ისლამური რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ განაცხადა.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ ზოლღადრმა, თეთრ სახლს მოსთხოვა გარანტია, რომ ირანი აღარასდროს დაექვემდებარება აშშ-ის მუქარას, გაიყვანოს აშშ-ის ჯარები რეგიონიდან, მოხსნას ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა, მოხსნას სანქციები, გაათავისუფლოს ირანის აქტივები და გადაიხადოს კომპენსაცია ქვეყანაზე თავდასხმებისთვის.
ამასთან, ირანი ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ, რომელსაც უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი აკონტროლებს, მოითხოვა „ირანი მოკავშირეეის წინააღმდეგ ლიბანში, პალესტინაში, იმენსა და ერაყში აგრესიის დასრულება“.
ვაშინგტონს ჯერ არ გამოხმაურებია ირანის მთავრობის განცხადებას. მედიის ვარაუდით, აშშ ირანის პირობებს არ დათანხმდება.
„ურთიერთგაგების მემორანდუმის“ ტექსტის თანახმად, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუ ბირთვული შეთანხმება წარმატებული იქნება. ირანული აქტივების გათავისუფლება შესაძლებელი იქნება, თუ თეირაი უარს იტყვის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებზე.
ივლისის ბოლოს აშშ-მა შეაჩერა ირანული ობიექტების დაბობმვა. ტრამპმა ეს ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული პროგრესით ახსნა.