„ქართული ოცნება” ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას, თუმცა მაინც ამერიკას უყენებს მოთხოვნებს? - ამის შესახებ ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
“როგორც ვეჭვობდით, ირანელი ტერორისტები ქართულ კომპანიებს სანქციებისგან თავის ასარიდებლად, ფულის გასათეთრებლად და ამერიკული ინტერესების დასაზიანებლად იყენებენ. “ქართული ოცნება” ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას, თუმცა მაინც ამერიკას უყენებს მოთხოვნებს?” - წერს უილსონი.