პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს პროკურატურის მიერ "მაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძსი განცახდებასთან დაკავშირებით სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყებას ეხმიანება.
"ბარამიძის სისულელეზე საქმე რომ აღიძრა, გავიგე.
ველოდები ანალოგიურ საქმეებს იმათზე, ვინც ამტკიცებს რომ საქართველომ დაიწყო “სამხრეთ ოსეთში” ომი და “მძინარე ცხინვალი დაბომბა", - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
ბარამიძემ გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ აფხაზეთის ომზე საუბრისას თქვა, რომ ომის დასაწყისში ქართულ მხარეს ტყვეები არ აჰყავდა, რადგან მათ ხვრეტდნენ.
თავის განცხადებასთან დაკავშირებით, გიორგი ბარამიძემ მოგვიანებით მედიასთან განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ “მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.