ვლადიმერ ჟირინოვსკიმ მუამარ კადაფს მოსკოვში საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზა.
მისი თქმით, ლიბიაში პოლიტიკური ცვლილებები გარდაუვალია, რადგან არაბულ სამყაროში ხალხს ისე ცხოვრება აღარ სურს, როგორც 30 წლის წინ.
"მთავარია, ახლა ქვეყანაში ნებისმიერი საშუალებით ძალადობის შეჩერება მოხერხდეს. დაფიქრდით სახელმწიფოს მომავალზე. უარი თქვით ხალხის ნების ჩახშობის უნაყოფო მცდელობაზე", _ მიმართა ჟირინოვსკიმ კადაფს.
ამასთან, "ლიბერალურ-დემოკრატიული" პარტიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კადაფს, როგორც "ძვირფას სტუმარს", მოსკოვში მუდმივი საცხოვრისისთვის ეპატიჟება.
მიუვიდა თუ არა ჟირინოვსკის მიწვევა კადაფს, უცნობია.
ლიბიის ლიდერის გადაყენების მოთხოვნით სახალხო გამოსვლები 15 თებერვლიდან დაიწყო. კადაფი 40 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას.