ომი არ დასრულებულა. ის გრძელდება მცოცავი ოკუპაციით, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომელიც გვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.
სიორიძის თქმით, “ქართული ოცნება“ აგრძელებს რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში აქვს საქართველოსთან მიმართებაში
გლოვის დღეები იწყება საქართველოში 7 აგვისტოდან, იმ ტრაგიკული მოვლენებიდან 18 წელი გავიდა, რომელიც მოხდა 2008 წელს, როდესაც რუსეთმა დაიწყო ბოლო ცხელი ომი საქართველოში, თუმცა, ეს ომი არც მაშინ დაწყებულა რეალურად და არც მას შემდეგ დასრულებულა. ის გრძელდება მცოცავი ოკუპაციით, ჰიბრიდული ომით. “ქართული ოცნება“ აგრძელებს რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში აქვს საქართველოსთან მიმართებაში, ამის გამოძახილი იყო ირაკლი კობახიძის რამდენიმე დღის წინანდელი გამონათქვამი, რუსოფობიის შესახებ, - განიცხადა გიორგი სიორიძემ მედიას.