უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან განიხილა, როგორ შეუძლია ფინეთს დაეხმაროს უკრაინას რუსეთის ბალისტიკური შეტევებისგან თავდაცვის გაძლიერებაში.
„ალექს სტუბთან განვიხილეთ, როგორ შეუძლია ფინეთს დაგვეხმაროს რუსეთის ბალისტიკური თავდასხმებისგან დაცვაში. ჩვენ ვიცით, რამდენი საზენიტო-სარაკეტო სისტემის რაკეტაა მსოფლიოში და უკრაინას ისინი ყოველდღიურად სჭირდება, რათა ამ რუსული დარტყმებისგან თავი დაიცვას. თუ ახლა თითოეული პარტნიორი ქვეყანა დაგვეხმარება, ეს ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს. მადლობას ვუხდის ალექსს მყისიერი რეაგირებისა და მხარდაჭერის მზადყოფნისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.
მისი თქმით, საუბრისას ასევე განიხილეს დიპლომატიური ძალისხმევა და ყველა ის ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება რუსეთი მშვიდობისკენ აიძულოს.
„როდესაც პუტინი ადამიანების მკვლელობას ვეღარ შეძლებს, ის იძულებული გახდება, ამ ომიდან გამოსავალი ეძებოს. მხოლოდ უკრაინისთვის საკმარის მხარდაჭერასა და რუსეთზე ზეწოლას შეუძლია მშვიდობის მოტანა,“, - აღნიშნა ზელენსკიმ.