ისევ ჩაქრა შუქი მთელ ქვეყანაში და ატეხეს "ქოცებმა" მოთქმა, "სასწრაფოდ გამოავლინეთ დივერსანტები და საბოტაჟნიკებიო"! დაიმახსოვრეთ კარგად! ამ ქვეყნის მთავარი დივერსანტები ყოველთვის იყვნენ და არიან ის ხალხი, რომლებიც ხელისუფლებების უზნეობაზე და უწესობაზე ტაშის კვრით იქლეცენ ხელებს! - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი სოვიალურ ქსელში წერს.
"ისევ ჩაქრა შუქი მთელ ქვეყანაში და ატეხეს "ქოცებმა" მოთქმა, "სასწრაფოდ გამოავლინეთ დივერსანტები და საბოტაჟნიკებიო"!
დაიმახსოვრეთ კარგად! ამ ქვეყნის მთავარი დივერსანტები ყოველთვის იყვნენ და არიან ის ხალხი, რომლებიც ხელისუფლებების უზნეობაზე და უწესობაზე ტაშის კვრით იქლეცენ ხელებს! ადრე სოც ქსელები მაინც არ იყო, ახლა ტექნოლოგიები წინ წავიდა, ამ საქმეს ტროლ ბოტები თუ ხელისუფლების ფასიანი - უფასო მპოსტავებიც დაემატა და ყველა მლიქვნელი მზის სინათლეზე გამოვიდა!
აი, იმ ხალხმა, ვინც პირში წყალი ჩაიგუბეთ, "ოცნების" მიერ ნაცების სასამართლოს მანდატურების უფროსის, თავ პირს რომ აერთიანებინებდა სასამართლო პროცესებზე ოპოზიციისთვის, ზარდიაშვილის, ჯერ პარლამენტში წამოჭიმვაზე, იქიდან გაყვანის შემდეგ (ულუკმაპუროდ ხომ არ დატოვებდნენ კაცო), ენერგეტიკის სფეროს დიდი "პროფესიონალის" ქვეყნის მთავარი ენერგეტიკული არტერიიის, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დირექტორად დანიშნვნაზე (ხელფასი იკითხეთ მაინც რა დაუნიშნეს თქვე უდღეურებო) მეტის ღირსები ხართ! შუქი კი არ უნდა ჩაგიქრონ, სულ უკუნში და ბნელში უნდა დაგაბრუნონ! თქვენი ომახიანი მოთქმა, "საბოტაჟსა" და "დივერსიაზე" ძალიან სასაცილოა! ამ ქვეყნის მთავარი "საბოტაჟნიკები" ხართ, თქვენ, საკუტარი პირადი ხეირის მიღების გამო ყველაფრის ჩამყლალაპავები, რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ შინაგანი მზაობა რომ გაქვთ, ბატონი რასაც იტყვის და იზამს, ყველაფერი ამართლოთ!
ეს პოსტი ზუსტად აი იმ ხალხს გეხებათ , ნაცი არ მობრუნდესო იმის ძახილით ჩვენ რომ გვეჩხუბებით, ვინც ზარდიაშვილის გამო ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით !
P.S. ამ ვანოს და მისი მფარველების ნათელ თვალებს ებარებოდეთ ის ქოცები, ვინც ახალ ომახიანად ითხოვთ "ენერგოსაბოტაჟნიკების" დასჯას!" - წერს მელაშვილი.
თბილისსა და რეგიონებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგია ქვეყანაში დაახლოებით 20:10 საათზე გამოირთო.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება.
სახელმწიფო ელექტროსისტემის ცნობით, 24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, "ენგურჰესზე" მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მესამე შემთხვევაა.