თინა ბოკუჩავას განცხადებით, ტომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა, განაცხადა, რომ შეთავაზება მიიღო გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით , თუმცა მისი პოზიციაა, რომ ბრძოლა გააგრძელოს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რიგითი წევრის სტატუსით.
მისივე თქმით, ენმ-დან არსად წასვლას არ აპირებს.
"მე დღესაც მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, მაგრამ მიმაჩნია, ახლა ჩემი მხრიდან ყველაზე სწორი იქნება ის, რომ ბრძოლა ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გავაგრძელო, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რიგითი წევრი.
ჩემი თხოვნაც იყო, ჩემი კანდიდატურის დასახელება არ მომხდარიყო, შესაბამისად არ შექმნილიყო უხერხულობა ამ საკითხზე. ეს არის დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება 6 თვით. მე ჩემს თავს არ ვხედავ დროებითი მართვის სტრუქტურაში“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.
ენმ რიგით XIII ყრილობას სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi -ში მართავს.
პარტიის ლიდერების თქმით, დღევანდელ ყრილობაზე პარტიის დროებით მმართველ საბჭოს აირჩევენ, რომელიც 9 კაცისგან დაკომპლექტდდება, ხოლო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები, პირდაპირი გზით, 6 თვის შემდეგ გაიმართება.
ამასთან, მუშაობას დაიწყებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმების საბჭო, რომლის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, ხოლო აღმასრულებელი მდივანი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიან იქნება.