ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის მამიდამ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ყველა, ვინც ხელს უშლის გურამის დაკარგვის თაობაზე სიმართლის დადგენას.
"მთელი საქართველო შეძრულია გურამ დადიანიძის საქმით. 17 წლის ბიჭი დაიკარგა და 12 წელია არაფერი გარკვეულა.
რამდენიმე დღეა დავიწყე ამ საქმეზე მუშაობა და ყოველდღე ახალ- ახალ “სიურპრიზს” ვაწყდები.
დღეს უნდა შევხვედროდი გურამის მამიდას. მასთან მაქვს მნიშვნელოვანი კითხვები.
ამ დილით განაცხადა, რომ უარს ამბობს ჩემთან შეხვედრაზე.
წარმოიდგინეთ- მამიდა ამბობს უარს ადვოკატთან თანამშრომლობაზე.
17 წლის დაკარგული ბავშვის მამიდა იქცევა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.
მინდა აღნიშნული ქალბატონის გასაგონად განვაცხადო- ამ საქმეზე ადრე თუ გვიან მაინც გაირკვევა სიმართლე.
ბავშვების, გამომძიებლისა და სხვათა “გმირობის” თემას ცოტა ხანში მივუბრუნდები და საზოგადოება გაიგებს ყველაფერს.
ძალიან ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ყველა, ვინც ხელს უშლის გურამის დაკარგვის თაობაზე სიმართლის დადგენას.
P.S. საერთოდ არ მაინტერესებს ვისი ინტერესია, რომ ეს საქმე მიიჩქმალოს. არასდროს არავისი შემშინებია და ეს მგონი უკვე უნდა იცოდეთ.
დაგველოდეთ…" - წერს ადვოკატი.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს და საქმე დღემდე გაუხსნელია. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.