უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ისაუბრა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ რობ იეტენთან.
ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
უკრაინის პრეზიდენტმა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე განხორციელებული ბოლო იერიშების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა ასევე განიხილეს, როგორ შეუძლია ნიდერლანდებს დაეხმაროს უკრაინას თავდაცვის გაძლიერებაში როგორც ამჟამად, ისე ზამთრისთვის მზადების პროცესში.
„რუსები პრაქტიკულად ყოველდღე ესხმიან თავს ჩვენს ხალხს და არ იშურებენ ბალისტიკურ რაკეტებს ადამიანების სიცოცხლის დასანგრევად. საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი რაკეტები ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს დიპლომატიურ ვითარებაზე, გასულ კვირას ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, მათ შორის კიდევ ოთხი მოლაპარაკების კლასტერის გახსნის საკითხზე.
როგორც ცნობილია, ნიდერლანდები შედის ე.წ. ანტიბალისტიკურ კოალიციაში, რომლის ერთ-ერთი მიზანია ევროპისა და უკრაინის თავდაცვითი სამრეწველო და ტექნოლოგიური ბაზების ინტეგრაცია ანტიბალისტიკური სისტემებისა და მათთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოების მიმართულებით, რათა მომავალში შეიქმნას ახალი ევროპული თავდაცვითი პროდუქტი.