ალეკო ელისაშვილს პროკურატურამ ბრალდება კიდევ ერთ საქმეზე წარუდგინა. უწყება ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, სასამართლოს შეურაცხოფას ედავება.
ადვოკატ გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, აღნიშნული ელისაშვილისთვის მეოთხე ბრალდებაა.
ელისაშვილის ადვოკატის, განცხადებით, ელისაშვილს ბრალად ედება პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის შეურაცხყოფა, რომელსაც რეხვიაშვილის თქმით, ელისაშვილმა „არაკაცი“ უწოდა.
შოთა ჭიპაშვილს ალეკო ელისაშვილი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.
„მწამებელ ადამიანს ალეკო ელისაშვილმა უწოდა არაკაცი და ზუსტად „არაკაცია“ ის სიტყვა, რის გამოც დღეს ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს... მას ეღიმება ამ საქმეზე“, - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.
ალეკო ელისაშვილს ბრალად ედება სასამართლოში დაკითხული მოწმის შეურაცხოფა და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით).
ეს ალეკო ელისაშვილის მეოთხე ბრალდებაა. ის უკვე მსჯავრდებულია ტერორიზმის მცდელობის საქმეზე; სასამართლო ასევე განიხილავს საქმეს, რომელშიც ელისაშვილს ტერორიზმი ედება ბრალად, ასევე ელისაშვილი ბრალდებულია ალი ბაბაევის ცემის საქმეზე.