„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს, რომელსაც თინა ბოკუჩავა არ ესწრება. დღევანდელ პოლიტსაბჭოზე „ნაციონალური მოძრაობის" მომავალ ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ. განისაზღვრება ყრილობის ჩატარების თარიღიც.
პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას, პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა.