უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა.
ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია პოლონეთში მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თეთრი არწივის ორდენის საკითხის გამო დაიძაბა.
უკრაინელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ ლუბლინში ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის შორის შეხვედრა უკვე დაიწყო.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს: უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას; უკრაინელების წინააღმდეგ აგრესიის გამოვლინებებზე რეაგირებას; თავდაცვით თანამშრომლობას; აშშ-ში ზელენსკის ვიზიტის შემდეგ ევროპელ პარტნიორებთან მოქმედებების კოორდინაციას.