უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპიის სიძე ჯარედ კუშნერი და მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი კიევს, შესაძლოა უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ეწვიონ.
ამის შესახებ ზელენსკიმ გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ტრამპთან შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი სწორედ კუშნერისა და უიტკოფის სავარაუდო ვიზიტია. მათთვის ეს უკრაინაში პირველი ვიზიტი იქნება.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მათთან დეტალურად სურს განიხილოს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების იდეები, რომლებიც ომის დასრულებას ისახავს მიზნად. ასევე სურს, რომ მათ საკუთარი თვალით ნახონ უკრაინაში არსებული ვითარება.
ზელენსკის თქმით, კუშნერი და უიტკოფი, როგორც ადრე, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობენ, რათა დიპლომატიისთვის სივრცე შეიქმნას. თუმცა, მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას არ დათანხმდება.
ამის მიუხედავად ფრონტზე არსებული ვითარებისა და პუტინის განზრახვების მიმართ საკუთარი სკეპტიციზმისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ კვლავ დაინტერესებულია რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებით.
შეგახსენებთ, მანამდე გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი კიევში ვიზიტს დათანხმდნენ.