ლაშა გუჯეჯიანი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ჯუდოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, მუშაობას უზბეკეთის ნაკრებში გააგრძელებს.
როგორც JudoInside წერს, 40 წლის გუჯეჯიანი უკვე ტაშკენტში იმყოფება და კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს.
ლაშა გუჯეჯიანი საქართველოს ვაჟ ჯუდოკათა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2020 წლის პირველი დეკემბრიდან იკავებდა.