29 ივლისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ძალებმა პერმში "ლუკოილის" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.
უწყების ცნობით, დრონების დარტყმის შემდეგ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი მოედო ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარს, რომელიც საწარმოს ერთ-ერთ ძირითად ტექნოლოგიურ ობიექტს წარმოადგენს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მსგავსი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ დარტყმებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ისინი აწარმოებენ საწვავს საოკუპაციო არმიის სამხედრო ტექნიკისთვის, ავიაციისა და ლოგისტიკისთვის.
ამასთან, ნავთობგადამამუშავებელი ინდუსტრია რუსეთის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ შემოსავლის წყაროდ რჩება, რომლის ხარჯზეც უკრაინის წინააღმდეგ ომი ფინანსდება.
ცნობისთვის, „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზი“ რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომლის წლიური სიმძლავრე თითქმის 13 მილიონ ტონას შეადგენს. საწარმო საწვავით ამარაგებს როგორც სამოქალაქო სექტორს, ისე რუსეთის არმიას.