რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვი საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. იუწყება რუსული მედია
რუსეთის უშიშროების ფედერალურის სამსახურის განცხადებით, დუროვს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წარედგინა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.1 მუხლის 1.1 ნაწილით - „ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა“.
უწყების ცნობით, Telegram-ის ადმინისტრაციამ არ წაშალა არხები, რომლებსაც, მათი მტკიცებით, უკრაინის სპეცსამსახურები იყენებდნენ ტერაქტებისა და მასობრივი მკვლელობების მოსამზადებლად.