თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებულ აქტივისტებს თორნიკე თოხშუას 3000 ლარიანი, მარიამ მეყანწიშვილს კი 6000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.
ასევე მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ნატო ბოლქვაძეს 5 -დღიანი, ხოლო შაკო ბაღდოშვილს 10 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მანამდე ვასო ბერიძე 5000 ლარით დააჯარიმა, ხოლო ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა. თორნიკე თიკარაძის პროცესი კი 31 ივლისის 14:00 საათისთვის გადაიდო.
თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულებს “შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ფოტო: გიორგი მოსიაშვილი