უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ორმხრივი შეხვედრა თეთრ სახლში დასრულდა.
ამის შესახებ Reuters წერს.
„ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა“, - წერს სააგენტო და აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში ერთ საათზე ოდნავ მეტხანს იმყოფებოდა.
უკრაინისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, მედიის წარმომადგენლების გარეშე გაიმართა. პრეზიდენტებს საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ.