აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. როგორც Associated Press თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრა ადგილობრივი დროით 09:47 საათზე (თბილისის დროით 17:47 საათზე) დაიწყო. ლიდერები შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის შეკითხვებს არ უპასუხებენ.
„შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, ამიტომ, სავარაუდოდ, ჟურნალისტები ოვალურ კაბინეტში ლიდერებს ერთად ვერ იხილავენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას მართავს.