რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა კრემლის კონტროლირებადი ჟურნალიტენის მიერ დასმული კითხვის შემდეგ კომენტარი გააკეთა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების გამონათქვამებზე, რომლებიც აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ელემენტების კავკასიაში, კერძოდ, კი საქართველოში განთავსებას ეხება.
კითხვაზე, რამდენად რეალურია და რის გაკეთებას აპირებს რუსეთი პენტაგონის მიერ აშშ-ს რაკეტსაწინაათმდეგო თავდაცვითი სისტემის ელემენტების კავკასიაში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან განთავსებაზე პუტინმა განაცხადა: "ასეთი რამ არ გამიგონია. ეს ობამამ თქვა?" _ იკითხა პუტინმა და განმარტების შემდეგ, რომ ეს სიტყვები ვერშბოუს (აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, როლმელიც 19-20 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტს გეგმავს) ეკუთვნოდა, დასძინა: "ვერშბოუ, საერთოდ ლეგენდარული ადამიანია. ობამა ამბობს ერთს, ვერშბოუს ამბობს მეორეს. წადი ეხლა და გაარკვიე, მათთან, ამერიკელებთან ვინ აკეთებს საგარეო პოლიტიკას. ჩვენ ორიენტირებას ვახდენთ იმაზე, თუ რას ლაპარაკობს აშშ-ს სახელმწიფოს მეთაური. მან კი განაცხადა, რომ მესამე პოზიციური რაიონი ევროპაში არ იქნება. ჩვენ სავსებით გვაკმაყოფილებს ეს განცხადება. ხოლო წარმოდგენების აგება იმის შესახებ თუ რა იქნება მომავალში არასწორად მიმაჩნია. რა საჭიროა იქ ყველას გაღიზიანება და ყველას ლანძღვა", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლებაში დიდი ეიფორიის გარეშე მიიღეს აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებები.
"ჩემი აზრით, ჩვენ ძალიან თავშეკავებული და მშვიდი რეაქცია გვქონდა ამ განცხადებებზე. ყოველ შემთხვევაში ქვეყნის (რუსეთის) ხელმძღვანელობის რეაქცია _ თავშეკავებულობა და მადლიერება იყო. ჩვენ ეს აშშ-ს პრეზიდენტის სწორ და მამაცურ გადაწყვეტილებად მიგვაჩნია. ხოლო რიგი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები თავისი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების დეზავუირების მცდებობებით უცნაურად გვეჩნება. ეს ჩვენი საქმე არ არის _ ადმინისრაციის შიგნით საქმეების მოგვარება", _ აცხადებს რუსეთუს პრემიერ-მინისტრი და იქვე აღნიშნავს, რომ "ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ამგვარი განცხადებვა მაინც იქნება მიღებული, ამას რა თქმა უნდა შესაბამისი რეაქცია მოყვება და ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავთ ჩვენს უსაფრთხოებას. ნებისმიერ შემთხვევაში და ჩვენ ამისათვის ყველა საჭირო საშუალება გაგვაჩნია", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელწმიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რადიოსადგურ "ეხო მოსკოვის" ეთერში განაცხადა, რომ "ვაშინგტონი ვერ ხედავს ვერავითარ საფუძველს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საქართველოს ტერიტორიაზე განსათავსებლად".
"მე არ მაქვს არავითარი მიზეზი ვიფიქრო, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ელემენტები საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდება",_ განაცხადა კლინტონმა.
სახელმწფო მდივნის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული საკითხი რუსეთს ძალზედ აწუხებს და აშშ-ის სურვილია ეს დაძაბულობა მოხსნას.
"აშშ-ს უნდა რუსეთთან ერთად ააშენოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომელიც შესძლებს ჩვენი ხალხის და თქვენი ხალხის, ასევე ჩვენი ევროპელი მეზობლების და მოკავშირეების დაცვას", - განმარტა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
გარდა ამისა, კლინტონის აზრით, უნდა შეიქმნას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის დიდი სისტემა, რომელიც "ჩვენ მცირე და საშუალო სიშორის რაკეტებისგან დაიცავს".