პარლამენტთან მიმართებაში აპრიორი ტყუილია ტერმინი ერთპარტიული პარლამენტი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი წერს.
“საკუთარ ამომრჩეველზე გაბრაზებული რადიკალების ბოიკოტი ვერ გახდის პარლამენტს ერთპარტიულს.
მე-11 მოწვევის პარლამენტი ამომრჩევლის მაქსიმალური მხარდაჭერით, დემოკრატიის პრინციპისა და კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით შედგა.
არჩევნების შედეგად პარლამენტი 5 პოლიტიკური პარტიით დაკომპლექტდა.
ამიტომ, გინდათ მანდატები დათმეთ, გინდათ სიები ჩახსენით, ევროპარლამენტის სცენიდან გააჟღერეთ სიცრუე ან ყოველდღიურად პარტიული ტელევიზიებიდან, ფაქტი ერთია, საქართველოს პარლამენტთან მიმართებაში აპრიორი ტყუილია ტერმინი ერთპარტიული პარლამენტი“, - წერს წილოსანი.