ყაბარდო-ბალყარეთის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზების მცდელობის უკან შესაძლოა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები იდგნენ. ეს განცხადება ყაბარდო-ბალყარეთის მეთაურმა არსენ კანოკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში დღეს გააკეთა.
"ბოლო დროს მომხდარი მოვლენების ყველა ვერსიას განვიხილავთ. არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკაში მკვეთრად სიტუაციის დესტაბილიზების მცდელობის უკან მეზობელი სახელმწიფოების სპეცსამსახურები იდგნენ - მართალია ამის დაბეჯითებით მტკიცება ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია, მაგრამ გამოძიება მიმდინარეობს", _ განაცხადა კანოკოვმა.
ცნობისათვის: ყაბარდო-ბალყარეთი - რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის შემადგენლობაში. დედაქალაქი - ნალჩიკი. ესაზღვრება: ჩრდილოეთით - სტავროპოლის მხარე (რუსეთი), სამხრეთით - ჩრდილოეთ ოსეთს (რუსეთი) და საქართველოს, დასავლეთით - ყარაჩაი ჩერქეზეთს (რუსეთი).