კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეიძლება დიქტატურის გაფორმებას ნიშნავდეს, მაგრამ ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ თუ ჩვენ არ გვექნება ამაზე რეაქცია, რომ ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი ხელით ვაწერთ მონობას ხელს, - ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"პირველ რიგში ჩემი პატივისცემა ვახო სანაიას. გამორჩეულია ნამდვილად საკუთარი შეუპოვრობით. სრული მხარდაჭერა მის ოჯახს. საგანგაშო რაც დღეს ხდება, პირველ რიგში არის ის, რომ აბსოლუტურად ცხადია, რომ მიდგნენ ტელევიზიებს, მიდგნენ ფორმულას, მიდგნენ ტვ პირველს, კავკასიას და ჟურნალისტებს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს დიქტატურის ბოლომდე გაფორმებას ნიშნავდეს, მაგრამ ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ თუ ჩვენ ამაზე არ გვექნება რეაქცია, როცა ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის, ეს იქნება ყველაზე საგანგაშო, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენივე ხელით მონობას ვაწერთ ხელს. სიტყვების შეზღუდვა არის ადამიანის მკვლელობა და საზოგადოების მვკლელობა. საგანგაშო იქნება თუ ჩვენ ამას გავატარებთ და ამას შევეგუებთ. სხვა მხრივ, ძალიან უსამართლოა, რომ ვახო იქნება საპატიმროში, დარწმუნებული ვარ, ის იამაყებს ამით, ჩვენც ვიამაყებთ ამით, მაგრამ ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ, მოვიმოქმედოთ, იმისთვის, რომ ვანახოთ, რომ სიტყვსი დათმობას ჩვენ არ ვაპირებთ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.