დღეს 1 დეკემბერს 16:00 საათზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომა გაიმართება.
სხდომაზე მარეგულირებელი კომისიის წევრები რამდენიმე საკითხს განიხილავენ.
დღევანდელ სხდომაზე იგეგმება "ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა.