დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ენდი ბერნემის განცხადებით, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დონალდ ტრამპთან ისაუბრებს.
მისი თქმით, უახლოეს კვირებსა და თვეებში საგარეო პოლიტიკა მისი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.
„დღეს პრეზიდენტ ზელენსკის მკაფიოდ ვეტყვი, რომ არაფერი შეცვლილა. მე მის გვერდით 100%-ით ვიქნები, როგორც მის გვერდით იყო კირ სტარმერი,“ - განაცხადა ბერნემმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დიდი მანჩესტერის მერის რანგში, უკრაინელი მერებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.
„ამ გამოცდილებას ჩემს ახალ თანამდებობაზეც გავიზიარებ. პრეზიდენტ ზელენსკის ეჭვი არ გაუჩნდება, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი და მტკიცეა. ჩვენ მის გვერდით ვიქნებით, და პირადად მეც მის გვერდით ვიქნები,“ - თქვა ბერნემმა.